თბილისის ქუდათ ლურჯო ცა:


ბულბული სტვენით გაალობს, 
აღვიძებს თბილისს და ათრობს, 
მტკვარზე ტივები, ქანაობს
თან თასსა სვავენ საამოს,
მოულხენიათ მეზურნეს 
გარმონს და დუდუკს აკვნესებს,
შიმშერა თევზი კი წყლიდან 
ამოხტება და ბოლთას სცემს.
წმინდა სამების ტაძარო,
 სალოცავების სადარო
სავანე, ავლაბრის მთებო,                               
წყაროს რაკრაკა წვეთებო
დაუვიწყარო ედემო,
მთაწმინდის დიდო ზეგანო
უკიდეგანო მერანო.
თვალუწვდენელი სხივი მზის 
კოჯრის ტყეში კი შველი რბის,
თბილისის ქუდათ, ლურჯო ცა,
მიწა, ცრემლებით სველია, 
შენი მთა-ბარი ხომ ნახვის ,
ჩაცმული, საკვირველია.
სამშობლო გული საძგერად 
თბილისის აკვნის ფერია.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი