მომაგონდება ნაპირი აფრები გემზე გაშლილი


მწვანე ყვავილი გაშლილი, ვარდისფერია ნაპირი,
თვალები შენი ფერი აქვს იას ყაყაჩოს დარის მზის. 
მომაგონდება ნაპირი  აფრები გემზე გაშლილი 
ზღვის პირას თითქოს ქარი ქრის როგორც გონება აშლილი.
ქარს დარდი მიაქვს   განვლილის  გული ძგერს როგორც დაღლილი
დროდადრო მომაგონდება შენზე ფიქრები ავსილი.                                         
თვალს ვხედავ, შიგნით მოხრილა როგორც მოხუცი ასი წლის 
კარგია ახალგაზრდობა ცელქი ბავშობაც ამად ღირს
თუ კიდევ გავა ბევრი დრო დარჩება წერის სურვილი,
ამაოდ დარჩა საწერი კალამი უკვე დაცლილი.
მარტს აპრილი ცვლის ავდარს კი დარი 
ჩვენც შევიცვლებით მომავლის ფერით
დარჩება ცაზე ვარსკვლავი და მზე
ამოვა მწვანე ბალახი და ხე.
კარგი იქნება ხვალეც და ზეგეც 
ყვავილის გულში ყვითელი მთვარე.
თეთრი ფერი აქვს უძილო ფიქრებს 
სიზმრებში ვხედავ შენს ალისფერ თმებს,
წყაროს წყალივით მოკამკამე შხეფს. 
ადიდებული როგორც ჭოროხი
დაწყნარებული ტბის კალაპოტი
თვალებში მღვრიე ფერი შეცვლილი
აბობოქრებულ ტალღის ჭიდილში.
დაღლილა ფიქრი, დაცრეცილი ,
გონებაში ობლად დარჩენილი.

ავტორი:  ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი