დალოცვილია მისი მთა-ბარი მისი კუთხე და რერო
გარინდულია სული სხეული დარდს მისცემია ულევი, დილა გათენდა ისევ მზიანი მოდის სხივი და ლხივი მესმის ხმაური, გალობა სტვენის, ჩიტმა გაშალა ფრთები გადმოიფრინა ღობე და ყორე და დაიბნია მძივი. ბულბულთა გროვა ჭიკჭიკებს მღერის ნოტებს აწყობენ ხვევნით. ჩამოიფრენენ ისევ გალობენ საქართველოსთვის მღერის მიწავ ქართულო და არ ნახულო ისევ თბილო და ტკბილო საყვარელია ჩემი მთა- ველი მისი მთა- ბარი ლელო. მწვანე ბალახი , მისი ხალასი გაყვირის მთელი ეზო ჩვენ სამშობლოში დავიბადებით და გავიზრდებით ერო. მინდვრის ფერია და ცის ფერია ვარსკვლავი ერთადერთო მისი სახელის უკვდავსამყოფლად სამშობლოვ ღმერთო ერთო. ჯვარმა დაგვიცვას მოდგმამ დაგვიცვას მზე ხომ ანათებს მდელოს დალოცვილია მისი მთა-ბარი მისი კუთხე და რერო. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი