მაისის დილა წყლიანი,სუფთა ვარდების ფერია


დილა გათენდა მზიანი არსად ჩანს ღრუბლის ნაჭერი,
ეს ჩემი გულიც დამთვრალა ღიღინებს ლაღობს აკორდით.
მაისის დილა წყლიანი,სუფთა ვარდების ფერია ,
სურნელი სუნთქვად მოგიხმობს გულს დაგიამებს მღერითა. 
მივალ დავწვები ბალახზე ზეცას ავხედავ წამითაც 
ის ერთი ჩემი ვარსკვლავი სულ მუდამ იციმციმებსა.
მოვწყვიტავ ვარსკვლავს ბზინვარეს მოგიტან ჩემი ხელითა 
აგიყვან ლურჯსა ღრუბლებში  გაგაფრენ ცისა კიდესა,
ცაო მაისის წვდიადო    შენი შემყურე გელოდა,
 თუ მარჯნის კარებს გამიღებ მოვალ დავრჩები გვიანად.
ვიფრენთ და ღრუბლზე ვიცურებთ მოვივლით არემარესა 
ეს ჩემი გულის სამშობლო მათრობს და მატკბობს გულითა,
იხარე ქართველთ ნუგეშო იბრწყინე იელვარეო
მე შენი გულში მოვექეც ძალიან შეგიყვარეო.
დაგლოცოს უფლის კალთამა იკურთხოს შენმა ერმაო 
გაკმაროს დიდი ტკივილი რაც მტერმა მოგაყენაო.
ილოცებს შენი შემქმნელი გიკურთხებს ერს და ბერსაო
ჩვენი სამშობლო აქ არის რაც კი მზემ დაგვათენაო.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი