მდინარის ჩურჩული


მე შენში მინდა ფიქრი ვაღვიძო,
მე შენში მინდა ია დავკრიფო
რატომღაც, მინდა წვიმას შევეხო,
დამასველოს და თან გამაგრილოს .
მე მინდა კიდე მდინარე ვიყო,
მოვჩუხჩუხებდე შენ ეზო კიდეს
დაუგდე ყური მდინარეს რითმებს
და გაიგონებ ჩემს ლამაზ სიტყვებს.
მოდი ჩამოდი მდინარეს რიყეს,
და დაისველე კულული მყისვე.
შეეხე იგრძენ ცრემლების იმ წვეთს 
შენთვის დაგროვილ ტალღების ზვირთებს.
მე შენთან მინდა ვიცხოვრო იმ დღეს
როცა მოვისმენ გაბედულ სიტყვებს.
წარმოთქვავ ჩუმად გრძნობებით სავსეს
და ჯვარს დავიწერთ იმავე წამსვე.
მე გავიგონებ სიტყვებს ჩურჩულით,
მე შენ მიყვარხარ ვეჩურჩულებით
შენ ხატად მინდა დაქგარგო მძივზე 
თუმცა მოგხატე მე უკვე გიმზერ.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი