ნაღვლიანინი ჩემი ქუჩები


ნაღვლიანია ჩემი ქუჩები,
წვიმა მოსულა წუხელი
დამინანია ჩემი სიტყვები
შენ რომ გითხარი წუხელ.
ჩუმად ვდუდუნებ და არ ვჩურჩულებ
ბრაზით მევსება სული ,
რატომ დამტოვე და შემატოვე
მარტო ობოლი სული.
ფრთები გავშალე და გადავშალე
ოცნების სითამამე
დავქროდი როგორც თეთრი მერანი
აქ მიწაზეც და ცაზეც.
სად არ გეძებე ვერსად ვერ გპოვე
გამქრალა შენი კვალი,
ალბათ ღმერთებთან ჩარჩურჩულებდი
ეს არის ჩემი ბრალი.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი