როცა თბილისი ასე ხმაურობს


როცა თბილისი ასე ხმაურობს,
თვალს რომ გაახელ დილით მას ხედავ
მოინადირებს კაცის ნამდვილ გულს,
მეგობარს ეტყვის და მას ალერსად.
ჯიბეში თუნდაც ფული არ ქონდეს
მე მის ქუჩებში მიყვარს დალევა,
ჩამოვივლი და ვარდების სუნში
ნაბახუსევზე ღვინოს დამისხამს.
დალოცვილია ქუჩა, რაც მიყვარს
სახლი მთვარის შუქს ისევ ირეკლავს     
ღამით მე მთვრალი და მობარბაცე,
მე შენს აივნებს ისევ გავხედავ.
ნაცნობი ნაძვი, ჩემი ნაცნობი
ჩემს ნაცნობ სიტყვებს ისევ ესწრება
გადაუხრია გვერდზე მას ტოტი
და განაბული მესაუბრება.
დარჩი აქ იყავ უკვე გათენდა
ერთად ვათიოთ თეთრი ღამე დღეს, 
ღამე თენდება ღამე თენდება
თბილისის ცაზე ნისლი ეკვრება.
აი გამოჩნდა გამოიხედა,
გულმა დაიწყო ისევ აძგერდა
მისმა თვალებმა როგორც ამანთო
ღამის წვდიადში და დამაბნელა.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი