მინდა იბრწყინო თბილის ქალაქო


კალმით დაგხატე ჩემო თბილისო 
გაგიფერადე ჭრელი უბნები,
ფიროსმანს ფუნჯი, ჩუმათ ვთხოვე და
და მოგიხატე  ორთაჭალები.
გაბრწყინებულა დედა ქართლისა 
ღრუბლებში აქსოვს მზე ხიზანთემებს
ცისარტყელა კი მეტეხის ხიდთან,
დედოფალივით გამოიელვებს.
მომაქვს ფიქრები უზომოდ მძიმედ,
დამძიმებულან ხვევნით ზვირთები                      
შენ რომ ჩემს გულში ხედავდე ახლა
აღარასოდეს დაგავიწყდები.
მინდა იბწყინო დიდო არაკო,
ქართველთა ლექსის დიდო ნაკადო
მუზებს მოუვლენ მღერით მოუსმენს
უშენოდ აბა როგორ ვიხარო.
აქ დაიბადნენ  ხმლით და მშვილდებით,
საქართველოზე ჰქონდათ მიზნები,
კალოს მოვიმკი დავაბიანავებ
შენს მტერს იცოდე გავატიალებ.
სანთელს სარკმეველს შენთვის ავანთებ,
ვილოცებ შენთვის თან გაზიარებს
დიდი სიონი წმინდა სამების 
კალთას თბილისო შენ განაცვალებს.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი