მაღლიდან არწივის მზერით
არწივი ცაში გოგმანობს ფრთებით ცის კიდეს მიაპობს, თვალები ისე უბრწყინავს, როგორც ოქროს და ბაჯაღლოს. ეტყობა ძალზე ლააღობს, სეირნობს ღრუბლზე ნარნარობს, ისეთი ბედნიერი ჩანს თითქოს აკვანში ქანაობს. მისი სამშობლო აქ არის ალბათ ამიტომ ხაარობს სიოს ნიავი ათრობს და ასე ამიტომ ქანაობს. მაღლიდან არწივის მზერით, მოჩანს ზურმუხტის ფერი, მწვანე გაშლილი მთები და გარინდული ქედი. ეს მიჯნურების ეტლია, საქართველოსა ეტრფიან მისი მხურვალე მიწას კი მათ გულზე ეფერებიან. ჩაფიქრებულან მგოსნები ლექსის წერაში გათენდა ეს სამშობლოზე ფიქრია რაც კალმით დამიწერია. ვერ აშრობს კალამს ფურცელი, იმდენი დასაღვენთია საქართველოსთვის ბევრ ჩვენგანს სიცოცხლეც გვიანდერძია. ჰანგები დილით ჟამისა,ბედნიერება ამიხდა, ატამი დილით ბაღისა ღვინის დალევა მომინდა, ენძელა თვალებს აცეცებს ვიღაც სიყვარულს დაჰპირდა, ბაღში ვარდების წინა დგას მისი მოწყვეტა მომინდა. იფრინე კიდევ არწივო სამშობლო მის შვილს დალოცავს ფერით ხორცამდე შენს სახელს ღმერთი გამჩენი დალოცავს. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი