დაუკარით უნდა ავხტე ცაზე მაღლა
დაუკარით, უნდა ავხტე ცაზე მაღლა, მზის სხივებზე უნდა დავდგა ფეხი რადგან სიხარულის ზვირთები მაქვს ზურგზე მაკრავს, მე სამშობლოს კურცხალი მაქვს ცრემლი კმარა. მე რათ მინდა სხვა სამშობლო ამის გარდა, საოცრება გადაშლილა ქედის მაღლა გაუწვდია მარჯვე ხელი მთვარესთანა ჩახუტებას არ აპირებს ნეტავ განა? დავიჯერო მისი მნახველს ის დაიტევს მისი ნახვით ვერ იჯერებს თვალი ამდენს სამოთხეა ღმერთის ხელით დახატული, ფიროსმანი ფუნჯით ხელში დახატული. დავიჯერო ისე სხვასთან მზე ანათებს? როგორც ჩემთან მხურვალებს და ზღვას ახარებს, მზეო რისთვის მომანათე დილით სხივი რომ გაგეთბო ჩემი ქვეყნის თაიგული? მზე იღვიძებს პირს იბანს და თვალებს ახელს, სიო ღრუბელს ეჯახება მას ხელს ართმევს და გამითბე საქართველოს შუა გული მისი ნება, ნება, ნება სიყვარული. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი