დამესიზმრა რომ მოქრის ქორბუდა


დამეძინება თვალებს დავხუჭავ,
სიზმარი კარგად დაიბინდება, 
დრო როგორც გავა იქ სხავ რამე ჩანს 
ჩემი ბავშობა და ონავრობა.
მისმინე რატომ გავდა სიზმარი,
გუშინდელ დღეს და დღევანდელ ღამეს,
დღე ვარდისფერს და ცისფრად ანათებს
გავლილი წლების მემატიანეს.
თურმე არარის არც გასაკვირი, 
არც სახიფათო არც კი საშიში, 
ეს ხომ სიზმარი არის ცხოვრების 
გავლილი წლების ტომთა კრებული.
დამესიზმრა რომ მოქრის ქორბუდა,
მოაქვს ფხიზელი კაცის ნუგეში
დამთვრალა ფხიზელს ჯობია ახლა,
ჩემი მოყოლის პანტომიმები.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი