დავრჩები მარტო ჩემთვის ამაოდ
საუკუნეა ვფიქრობ გავიდა, შენ არსად ჩანხარ მოსვლა არ გინდა, წავიდა ფრთები გაშალა თითქოს და დედამიწას შემოუარა. მე ყველგან გეძებ ხმელეთზე, ცაზე, ჩემი ვარსკვლავი შორს გაფრენილა თუმცა არ ჩანხარ შენს მოსვლას ველი, ხორცშესხმულია სხვა ქალს წააგავს. ნუთუ არა გწამს ამაოების, მივარდნილ უფრსკულს შუქი გაათბობს როგორ გავძელი, ბნელში აქამდე შენმა თვალებმა არ მომანათოს. მე ჩავიძირე უფრსკულში ქვესკნელს აქ შენი ხმები აღარ ისმიან, მე თუ განგებამ მომცა სასჯელი მე აქა ვრჩები არც მინანია. დავრჩები მარტო ჩემთვის ამაოდ, არ ვახსენდები მე ცის კამარას თურმე ყოფილა ეს სიზმარი და ეს მონატრებაც თურმე გამქრალა. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი