მე მესმის რისთვის მოსულა ქვეყნად


შენ საქართველო გახარო მინდა, 
შენი სამშობლო დავიცვა წმინდა, 
ჩემი ოსეთი აფხაზეთს ვფიცავ,
დაკარგულ მიწას და იმ სისხლსა წმინდას. 
დავარდნილ გმირებს მე მინდა უთხრა
თქვენი სულები სამშობლოს იცავს,
სუფთა გულებით იცავდით მიწას
აღმაშენებლის გენიხართ ვფიცავ.
რა განსაცდელი გივლიათ იმ წამს 
ტყვიით განგმირა სიცოცხლე ჭირად,
არ დაგიზოგავთ სული და ძალა
მაგრამ ვერ ახელ თვალს ბნელი მარხავს.
დედამ ჩაიცვა შავი ძაძები,
თვალებს არ აშრობს ცრემლი ჩამოდის
მისი ელვარე სახეზე ნაოჭს
თმას დაუფარავს იკაწრავს იხოკს. 
ეკლესიაში სანთელს აანთებს,
თქვენი სულები ღმერთან გაათევს,
თქვენ დატოვებულს მიწას სისხლი სდის
გაჟღენთილია კვნესის და სტირის.
მდინარე თურმე კალაპოტს იცვლის
აღელვებულა და სახეს იცვლის,
მე მესმის რისთვის მოსულა ქვეყნად
რატომ გაჩნდა და რისთვისაც მოკვდა,
რომ მან სამშობლოს რომ უძღვნა თავი
სამშობლოს მტრებზე იყარა ჯავრი.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი