დამესიზმრა თუ ცხადია
როგორც ცაა უსრულო ჩემი ვნებაც მას წააგავს, თვალუწვდენელს მხოლოდ ვხედავ მისი სახე როგორ ღელავს გაფრენილა სულაც არ ჩანს კლდის მოჩანდა შორის კვალი, მითხრა აქ ვარ შენ მე მეძებ? დაუწყვია ეკალ-ვარდი. დამესიზმრა თუ ცხადია ის ჩემს წინ დგას მე მას ვხედავ, სუნთქვა მისი ყურში მესმის და ჩურჩულით მეტმასნება. სიახლოვე შევიგრძენი მისი თბილი-თბილი-თბილი, ჩემი ძვლები გაყინულა იყო ძალზედ ცივი-ცივი. არასოდეს არ დასრულდეს მისი წასვლით ფიცით მტკიცით, რომ ეს გული ცეცხლის ალში გახვეულა ვით აჩრდილი. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი