გაუფურჩქნავი ვარდების კონა


დავფიქრდი ვარდებს სუნი გაუქრათ,
ყნოსვა არ ააქვთ ფერი დაკარგა,
თურმე მე მის თაიგულს ვნატრობ
შენთვის მომქონდა რატომღაც მახსოვს.
ხელში ავიღე ვარდების ბუჩქი,
მოვრბოდი შენსკენ სურნელის სუნში
მე შენი თავი მას მაგონებდა
გაუფურჩქნავი ვარდების კონას.
რატომღაც მკორტნა არწივმა, ძერამ,
დაუნდობელმა ცხოვრების წესმა
ავდარმა, დარმა, წვიმამ თუ თოვლმა,
ამ მუხანათმა წუთისოფელმა.
ეს ლექსი მხოლოდ ლექსი არ არის,
ამ სტრიქონებს მე კალმით არა ვწერ
გაიჟღინთება თვალებზე ცრემლი
ცრემლი მდუღარე ფურცლებს გაავსებს.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი