ნუ გეშინია


რა გაშინებს, ჩიტუნიავ,
მე დაგინგრევ ბუდეს განა?
ნიავი რომ ნაზად არწევს
და უმღერის იავნანას!

მხოლოდ მინდა, შენს პატარებს
მივეახლო, ვესაუბრო,
„მშია, მშიას“ რომ ჭყივიან,
რა საჭმელი მოსწონთ უფრო?

მე შევურჩევ და მოვუტან,
გამიწყრება დედა განა?
ჩემს დედიკოს ძლიერ უყვარს
ჩიტუნები თქვენისთანა!

ნუ დაფრთხები, ჩიტუნიავ,
იჟღურტულე, ჩემო კარგო,
მინდა ბუდე ყვავილებით
მოგირთო და მოგიქარგო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი