დედა
წყაროს წკრიალი რომ მესმის, გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი, ეს დედაჩემის ხმა არის და დედაჩემის სიცილი! მაღლობზე ტყე რომ შრიალებს მთას მიქარგული არშიად, დედას, საყვარელ დედილოს თითქოს თმა ქარში გაშლია! მთების მხურვალე კალთებიც დედის კალთაა ნამდვილად, მთაზე რომ თეთრი ნისლია, დედამ უბოძა მანდილად! ასეა ჩემი სამშობლო მიწის ყოველი მტკაველი, დედის მკერდივით თბილია, ტკბილია ჩემი მთა-ველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი