არის წუთები
არის წუთები, როს არ გვახელებს ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში, ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს, ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში. და იმავე წამს უფსკრულს ეშვება ყოველდღიური ჩვენი რუტინა, და ცისარტყელად მოსული შვება, სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს. მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში, ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს, გამოაღვიძებს სადღაც უბეში, ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი