წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველით
წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველის, ჩვენ, მიმავალნი მოლიპულ გზაზე. რომ სიხარულის წუთები გველის, ჩვენ უარვყავით და დავრჩით ასე. როცა დავცილდით,წარსულიც მაშინ დავივიწყეთ და აღარც-კი ველით. ბედნიერებას ვსვამთ სავსე თასით, არ გამოჩნდება სანამდის ფსკერი. ოდესმე ბოლო მოტკბო წვეთებით, ჩვენ შეგვატაკებს ერთმანეთს ბედი. ერთ სიყვარულად ჩავიღვენთებით, თუნდაც საათით ვიქნებით ერთნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი