0 164

მე ბნელ ტაზარში შევდივარ კრძალვით


მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,
წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,
ველი ხატებას მშვენიერ ქალის,
ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.

კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,
მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება
და შემომყურებს თვალებში ისევ
მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.

ო, შევეჩვიე საოცარ სამოსს
ციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,
მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობს
მისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.

თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,
ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,
არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,
მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.
კომენტარები (0)