მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს


მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს

ანათებს უაზრო და მკრთალი ნათელი,

სიცოცხლეს ამდაგვარს სიცოცხლე არ ჰქვია,

თუ გინდა გაძელი კვლავ ერთი ამდენი.

დრო წავა და ისევ ყველაფერს თავიდან,

ყველაფერს თავიდან ცხოვრება მოიტანს…

არხებში მდინარის ციმციმებს ჭავლი და

კვლავ შუქი ეცემა ქუჩას და მოედანს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი