მასწავლებელი
უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა, გვერქვას მამულის რკინის კედელი, სამშობლოსათვის თავის გაწირვა, - აი, რას ამბობს მასწავლებელი! ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ, შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი, დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს, აი, რას ამბობს მასწავლებელი! არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი, არ გავახაროთ მტერი მზებნელი, ზრდილნი, ქველნი და თავაზიანნი ვიყვნეთ - გვასწავლის მასწავლებელი! შოთას სახელი არ იბინდება, სულის და გულის გამხარებელი, ის ჩვენი მზეა, ჩვენი დიდება - აი, რას ამბობს მასწავლებელი! ქართველის სულში დიდი ილია - მარადჟამ გულით სატარებელი - ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია, აი, რას ამბობს მასწავლებელი! აკაკის სიტყვა გულს ჩაგვწვდენია, მტრის გულში ისრის გამტარებელი, კურთხეულ იყოს ვაჟას გენია - აი, რას ამბობს მასწავლებელი! არ გასცვლის შვილი საკუთარ მშობელს, სინდის-ნამუსის გამტარებელი, დედაენის და სამშობლოს მგმობელს ვრისხავდეთ! - ამბობს მასწავლებელი. მიტომაც გულში გადაგვენასკვა, სულ რომ გვასწავლის, გვირჩევს, გვახარებს. ვით მშობელ დედას, დედაენასაც მასწავლებელი ისე გვაყვარებს! მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან, კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ. თმაში ჭაღარა შემოგვპარვია და მაინც ვამბობთ: მასწავლებელო! უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა, გვერქვას მამულის რკინის კედელი, სამშობლოსათვის თავის გაწირვა! - აი, რას ამბობს მასწავლებელი! ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ, შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი. დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს, - ამას გვასწავლის მასწავლებელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი