მარცხი
როგორ წავიქეც, დავსნეულდი, მწარედ დავმარცხდი. ბედო დამინდე! დაბნეული ისევ გზას ავცდი. ფიქრებით როგორ, ასე მაღლა როგორ ავმაღლდი მივყვები ბოროტს და ის ხდება ჩემი გარანტი. ეს საიდუმლო ადრე შენმა მზერამ გამანდო და მივხვდი მხოლოდ მაშინ როცა ფიქრს დრომ გაასწრო. უკვე კლდის ბოლოს ვიდექი, მან ხელი დამადო მივხვდი უგონოდ, მივხვდი კლდიდან, რომ გადამაგდო. ახლა კი ისევ სნეულება უნდა გავადნო. უნდა ველოდო და ველოდო სანამ გავა დრო. უნდა დავუკრა, სულ დავუკრა რათა დავლანდო ცაში ბგერათა გარხევაზე როგორ ნავარდობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი