შენ არ ჩანხარ


შენ არ ჩანხარ, მთვარე მოჩანს
მზეს დამალავს, შეიმოსავს, 
დამავიწყებს გარემოცვას,
ვენახად სხლავს დღეს სხივოსანს. 

ბრძენ ვარსკლავთა ფრენას მართავს, 
მორთავს, ხლართავს, წყებებს აზრთას.
ღამე გასტანს დღეებს ნასწავლს. 
დღისით დანთქავს მზე მის ნათქვამს.
 
ისე გავხარ, უკვირს მგოსანს,
მას მიმართავს მას დალოცავს, 
თუმცა არ ხარ, უფრო შორს ხარ
ვერ დაგძრახავ, ჩემთვის ვოხრავ. 

მთვარესავით, იქნებ მოძრავ
ისევ გნახავ თვალებს მოგკრავ, 
ისევ წახვალ ისევ მოხვალ. 
ისევ წახვალ ისევ მოხვალ.

შენ არ ჩანხარ, მთვარე ხომ ჩანს
მზეს დამალავს, შეიმოსავს. 
ისე გავხარ უკვირს მგოსანს
დაავიწყებს გარემოცვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი