შენ-მა
შენმა ხიბლმა ამამღერა, გული ასად ააძგერა. არ ვიჯერებ, ო არ მჯერა, რომ დაგზარდა ჩემი სმენა. შენმა სათნო სათუთ მზერამ გული ართო გააცხელა. არ ვიჯერებ, ო არ მჯერა, რომ დაგზარდა ჩემი ცქერა. შენ ღიმილმა გარინდებად მიმცა ტუჩთა სიტკბოებამ. დავიბედებ და გავბედავ, დაგამწიფოს ჩემმა ვნებამ. შენგან, შენით მოცემულმან, დამქცევმან და ამშენებმან. ათას დარტყმას უძლო გულმა სიყვარულის სამშვენებლად. შენმა ხიბლმა ამამღერა, შენ ღიმილმა, შენმა მზერამ გული ასად ააძგერა. იქცა კოცნად მკლავთა ხვევნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი