ლ.ასათიანი


როცა ირევა აზრები, 
როდესაც მარტო დავრჩები
ასათიანია ჩემი 
ფრენის ბგერების გამცემი.

როცა ის მესაუბრება
ყოველი თვალწინ მეწყობა,
გულსაც სიცოცხლე უნდება, 
ფიქრიც ცხოვრებით ერთობა. 

ხვამლის მთის მცველნი, ქართველნი, 
ლექსისთვის ღამის გამთევნი, 
სულთ ქარიშხალთა აღმწერნი
ვართ და არასდროს გავქრებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი