ციხე-კოშკი


მე ციხე-კოშკი ავაშენე მიუსვლელ მთებში, 
იქ, სადაც ღრუბლებს მოკრძალებით თავდახრა მართებთ,
სადაც ასვლისთვის საჭიროა გამართვა წელში, 
ძალები ხელში, ფეხები მარჯვე, გონება მარჯვე. 

ეს ციხე-კოშკი არის მტკიცედ ნაგები კლდეში, 
სადაც სიმარდე არ ჰყოფნიდათ ჯიხვებს და არჩვებს. 
სრა-სახლს, დარაბებს ამშვენებდა სინათლე შენთვის, 
თუმცა არ ჩანდი და ვებრძოდი მე დიდხანს ტანჯვებს. 

გული ვერ გაძლებს ამ სინანულს გული ვერ გაძლებს. 
ეს კოშკი მხოლოდ შენით არის ტკბილი, საამო.
ჩამოველ ველად ვხედავ იმედს, ნაკვალევს გასდევს,
ირგვლივ განაბნევს, დავალ ბნელს და მიდის საღამო.

სადახარ ჩემო, ამ ყვირილის ხმები არ გესმის?
თავს რად იტანჯავ, ამით მეც მტანჯავ, ამით მეც მტანჯავ. 
არ არის უცხო ტრფობის ურვა ცაზე მთვარესთვის. 
არ არის უცხო ჩემი ბრძოლები და ჩემი გარჯა.

ასეთი კოშკი ადრეც მგოსნის სიტყვებს უგიათ.
მოუთმენლობას შეუქმნია შიში და შფოთვა.
გზაზე ხალიჩა ვარდისფერი გადაუგიათ.
ვეღარ აღწევენ უკან კოშკებს სტოვებენ ობლად.

არადა, თურმე იქვე იყო მომავალ სატრფო. 
ბედმა წამებით გადასძლია პოეტი, დათმო. 
ვეღარ ვბრუნდები, დავიკარგე ნისლიან მთებში.
თუმცა, ფიქრები არ ქრებიან რგიან შენს თმებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი