მთვარე ზღაპართა(თურაშაულ ხე)
ღრუბელები მოგეფარა თუ დაგადნო მზემ თუ ერთხელაც სიყვარული გამოაფხიზლე? ცაზე ნელი სიარული უცხოდ აკინძე, და ნაცნობი სურათები ხატად აღვიძე. აღარც ასე აღარავარ და აღარც ისე. ეს ცხოვრება მე შენ უკვე გამიხალისე. მაღალ აზრებს, აღმა ამზერს დასდევს სინათლე და სინათლეს ვეხვეწები არასდროს გაქრე. შენ ხარ ჩემთვის თუ მე შენთვის თურაშაულ ხე. განა მესმის მოგისმინე ვერრა გავიგე: იმისათვის ამოვდივარ შენ რომ ჩახვიდე? იარო, შემდეგ ირბინო, შემდეგ გაფრინდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი