ღამე ცივია ისევ


ღამე ცივია ისევ...
დაუმორჩილად მავალს 
მოაქვს სიბნელე თრთვილზე,
თავის წყვდიადში მალავს. 
ჩამოსათვლელად თითზე 
ქარის მსხვერპლები არ ჰყავს, 
ყველა დავარდნილს ითრევს 
მთვარის ბნელეთში აჰყავს.
იდუმალება ისე, 
ისე ძალიან მზარავს,
შიში ერევა მისებს 
მისი ტალღები მფარავს.
ღამე ცივია ისევ... 
დაუმორჩილად მავალს
ვერვინ ადგება პირზე, 
თუმცა სწყინს მისგან მრავალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი