პოეტის ამბიცია
რადგან სიტყვები მიპყრიან კარგად ქართველებს შორის, სიხარულები მიხმიან, დრო აღარ რჩება გლოვის. ჩემი სიტყვები სტუმრობენ ქუჩის მილეულ მხარეს, ყველა უბანში უბნობენ, დააქვთ საფიქრალ ქარებს. ჩემი სიტყვები, სტუმრები საძინებელის ქალის, მის ერთგულების ურყევი დანაპირები არის. რადგან სიტყვები მიხმიან, ამბად სიყვარულს ვყვები, რომელიც დიდად მიგრძვნია, რომლითაც ვეღარ ვძღები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი