ერთად
მართო მარაოს მოქნევამ, მარტოს გამანდო ოცნება, მეც შენი ბედი მომცეს და შენი გრძნობების მომხრე ვარ. მეც დამიტოვა იარა შენმა დანახვამ, მოქცევამ. ფიქრმა იარა, იარა ეწადა შენთან მოღწევა. ახლა თეთრია კედელი. მინდა რომ ერთად დავხატოთ, გავალამაზოთ შეღებვით, გავახალისოთ, გავლაღოთ. მე და შენ შევქმნით ეპოქას! ემახსოვრება სამყაროს: ხელჩაკიდული ერთობა ბაღში მიმავალ საღამოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი