სიცხადის შესახებ
რა ვთქვა?! სიცხადე ისე იცვლება, თანამგზავრია წამის. მოწყენილი გაბედნიერდება, აღარ აქვს შიში ავის. იფიქრებს, მუდამ ასე იქნება და დაიჯერებს ლამის, როდესაც ჩიტი გამოფრინდება, შემაძრწუნებლად ყვავის. ისევ მოწყენა და გაფითრება ლოყაზე ცრემლი ნამის მოიწმინდება ისევ თენდება ბოლოში ბნელი ღამის. და ეს ყოველი არ დასრულდება სანამ ცხოვრება არის რა ვთქვა?! სიცხადე ასე იცვლება, თანამგზავრია წამის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი