ერთად ვიქნებით!


შენი თვალები აღვსილი სიყვარულით და ზეცად 
ნაკარნახები პირობა: ერთად ვიქნებით! ერთად!
როცა ვერ გნახე იმ ღამით შმაგი აზრები მეცა.
მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერება შენი მევლინა ღმერთად.

თუმცა დამშორდა ის აღტაცება პირველად რაც დამქონდა, 
თუმცა კი შენი ტუჩი მოძრავი არაფერს არ ამბობდა,
არ ბერდებოდა ჩემში მგოსანი ბოლომდე და ომობდა,
ქარიშხალს ეკვეთებოდა როცა რბილი ნიავი ქროდა. 

გახელებული სიყვარულით მოვმართე შენკენ გეზი. 
წინ წინააღმდეგ მდინარეს, აღმართულ ქარებს ვებრძვი. 
გულს რა გაადნობს რკინად ქცეული შენ სპეტაკ სახეს ეტრფის.
მარად სიწმინდე ნათებს შენს სახეს - აი სამოთხე ჩემთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი