ჯოჯოხეთი და სამოთხე
ჯოჯოხეთი - სიტყვა მზარავს, მეუბნება ჭირს და ვარამს, სიკეთესაც მოიპარავს, სიბნელეში გადამალავს. რა ძნელია გეყოს შიში, გეყოს გრძნობა, ვაი-ვიში იკანკალო სამუდამოდ, იკანკალო თხრილში, ძილში. სამოთხეა - მაგდებს ხიბლში. მისკენ ვიწევ, მისკენ ვილტვი, მისით ვცხოვრობ, იმედს ვიქმნი და სიცოცხლის დღეებს ვითვლი. ვიცი წავალ, მე ეს ვიცი, მინდა ვიყო ლხინი მახლდეს და ცხოვრება ჰგავდეს სიცილს, აყვავებულ ია-ვარდებს. ალბათ ფუჭად ვნატრობ ამდენს. სამოთხეა - ხიბლში მაგდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი