ნაკვალევი


რამდენი იყო ჩემამდე, რომ გრძნობებს აღწერდა
ჩუმი მთვარის ჩრდილს და მასზედ მზის სხივს ასოთ აცმევდა,
ცაში მავალი კიბედ სტროფით ზეცას აღწევდა,
მთელს ძალისხმევას კარიბჭესთან მდგარი ჩადებდა,
სურდა გაღება, სურდა ძლიერ და ვერ  აღებდა.
ამ სიმძიმილით სასოწარკვეთით ყველა აღელდა,
სული იმტკიცა, არ გადაკარგა რწმენა არც ერთმა. 
ფიქრი არ ვიდა დაღმა ფიქრი არად დანებდა.

მხოლოდ ჩამოყარეს ციდან ბევრი ლექსები
და სხვა პოეტმა გაიდგეს მასზედ ფესვები. 

ხმანი გვეძახიან მოდით, მოგვეშველეთ! მოდით, ვერ ხვდებით?
როგორ გავაბნიეთ მოლი მინდორველზე ფოთლით ვერხვების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი