მთვარევ?!


მთვარევ შენ ჯერ აქ  რა გინდა? 
ჯერ სინათლეა. ვერ ხედავ?
ალბათ დღეს ჩემთან ჩამოსვლას 
და ლაპარაკსაც გაბედავ.

მთვარევ შენ ჩემგან გეწოდა 
„ვინმე მზიანი ღამეში“,
შენ თურმე მოგბეზრებოდა 
მხოლოდ სიბნელედ თარეში. 

მთვარევ ჯერ ხომ სინათლეა
და მაინც მაინც შენ ჩანხარ.
გახსოვს რომ დღისით ვერ ვწერდი?
ახლა შენს მელანს დამახმარ?

რომ დაგინახე გავხევდი.
ნეტავ სულ ცაზე ელავდე.
მთვარევ, იყავი სიზმრების 
და ოცნებების მენაბდე! 

მთვარევ კიდევ არ გამქრალხარ? 
ნეტავ, სულ ასე მენახე.
ნეტავი იყო ათასად,
დამწიფებული ვენახზე. 

მთვარევ! დღიანი მომწონხარ 
და ალბათ სანამ  დაბნელდა 
ჩემ კარზე დაკაკუნებას 
და ლაპარაკსაც გაბედავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი