0 34

ნიკოლოზ შანავას


არ დამიწდება, არ მიეცემა დავიწყებას შენი დიდება.
ცასაც მისწვდება შეგრძნებების მბრწყინავი წყება.
ეგ ოცნებები ღრუბელებად გარდაიქცევა,
ლალ-მარგალიტად უცხო ზღაპრის დაგვაწვიმდება.
არ დამიწდება არ დავივიწყებთ შენს ხმას არასდროს, 
არც მაგ ნაპერწკალს წმინდა თვალებზე მზედ რომ თამაშობს. 
შენს მისწრაფებას საწუთროდან უფლად გაღწევის 
და გზად გაღებულ კარიბჭეებს ვერვინ დაახშობს.
კომენტარები (0)