ჰოე
აუ რამდენი ვწერე?! სიტყვა ვამოკლე, ვწელე და რაც მე დამრჩა მერე ლექსები გამამხელენ. ვერ ვიგებ ამ დამთხვევებს ვინ უფათურებს ხელებს? ალბათ ჩემ ამ სიმღერებს თვითონვე გაავრცელებს. ჩემში სიტყვების წვიმამ მე დამანახა ვინ ვარ. ხან ცაში რომ დავფრინავ, ხანაც ღელესთან ვზივარ. გემშვიდობები, ლექსო! იქნებ ოდესმე შევხდეთ. თითქოს ისარი მესო, ისე მივიწევ მეკვლედ აუ რამდენი ვწერე ?! ჩემში სიტყვების წვიმას თვითონვე გაავრცელებს, ის ვისთანაც მე მივალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი