ამირანი


იწყეს მინდებმა დაბინდებად გადაკიდება 
და შენ კიდესთან მოაჯირზე მაჯა გიდევს და 
დამრეც ქმნილებად მოაქციე რისხვის დინება, 
კაბადონებმა ღამის ცანი კაბად ინება,
მთვარე კი დნება ამბავს თვალად მოეფინება 
ჭექა-ქუხილი საორჭოფო სეტყვად იქმნება
ფიქრი სიტყვებმა განაგდეს თუ სიტყვა ფიქრებმა,
მუდმივ იქნება ძველი გრძნობა როცა თითებმა 

შენმა მიმაბა კლდეზე, მიამბა შენზე ოცნება.
მკიდე ხელი მე უკიდეგანო ოხვრა მორჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი