სულ მენატრები


სულ მენატრები, მაშინაც,
როცა მაშინებს სულეთი. 
როცა ღრუბლებში დავფრინავ
არც მაშინახარ სულერთი. 

სიოს დაბერვამ მაცინა,
მომეალერსა ღრუბელი, 
მაინც გრძნობა არ გაცივდა, 
მაინც მადგია უღელი. 
მაინც მოგნატრობ და ციდან 
მაინც შენს ღიმილს ვუმღერი.

ამ მხურვალებით დაცვივდა 
ცას მოქვითინეს ცრემლები, 
მე ეს სიმაღლე არ მინდა 
თუ შენ ვერ შემოგევლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი