გაზაფხულზე სიყვარულის სუნი
გაზაფხულზე სიყვარულის სუნი... ტანში ტოტებს მოაქვს ჟრუანტელი. რა კარგია ამ ცხოვრების სურვილს, რომ ატარებს გული ბედნიერი. თუ არ მელი დამელოდო გირჩევ, რადგან ვმღერი შენზე ისევ ვმღერი. ვხატავ შენი მო ფერებით სივრცეს, მცემს სურნელი სიტკბოების შენი. როგორ მიცემს, გული როგორ მიცემს, აღარ იწვევს წუხილს, აღარც დაღლას, მხოლოდ ტურფა ფრიალებით იფრენს, შენს სარკმელთან გამოვლას და გავლას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი