სამახსოვროდ


გეტყვით დღევანდელ დღისას,
გაზაფხულობას მისას, 
სხივი ფოთოლებს იცავს, 
სხივი გაათბობს მიწას. 

მწველმა ამინდმა ფიქრი 
მწველი ფიქრების მმატა, 
დაღმართზე მარდად მივქრი 
და დავინახე კატა.

ხელოვანებას ჰგავდა, 
გაჩერებული სხარტად, 
რაღაცას ზვერავდა და 
უცბად გამოხტა გახტა. 

თუმცა თვალები მისი 
თითქოს შეიპყრო ხატმა,
არ ანაღვლებდა მისი,
ვერც ყვავილების ხვატმა 

ვეღარ დასძლია მზერა, 
ვერ აუშალა ბგერა. 
თითქოსდა ის - ვინ იყო 
მე - რა ვიყავი... მე - რა.

დაისს ემგვანა სევდა, 
მხვდა მეწამული დარდი, 
თვალებო ო, რას ვხედავ 
მიდაბაჯბაჯებს ზღარბი. 

აუ ასეთი კარგი, 
აუ ისეთი კარგი, 
ისეთი კარგი იყო 
თითქოს თავიდან გავჩნდი. 

მივუახლოვდი თვალებს,
შიშით ცრემლშეუმშრალებს, 
ის გადაიქცა სფეროდ 
და მიჰყვა არემარეს. 

ეს ცხოვრება კი მალე, 
ისევ ხდებოდა მდარე 
და ველოდები წამებს, 
ასეთ მშვენიერ დარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი