გარიჟრაჟი


პატარა ღრუბლის ნაგლეჯი, 
ორი კაშკაშა ვარსკვლავი,
ჩიტის ფრენა და ჭიკჭიკი 
ცისფერს ედება ხანძარი. 

ბნელი კოშკები, ქუჩების
გაცივებული ნაკვალი, 
მღერი ოცნების ტუჩების
ტკბილი შეხების საყვარლის.

სანამ ასეა სამყარო 
ღრუბელი მხედავს მე მგოსანს, 
უბრალოდ ფრენას არ კმარობს,
წააგავს მხედარს, მძლეოსანს. 

სანამ სამყარო ასეა 
ვარსკვლავი მორზეს ანბანობს, 
სანამ კაშკაშობს სავსეა 
ზღაპარის მქონე სამყარო. 

ჭიკჭიკი ჩიტის გაამხელს 
ღამენათევთა ოცნებას, 
თეთრად სიზმარებს ნაამბებს 
მფრენი გულძგერით მოჰყვება. 

მზე ჩქარობს, ჩქარობს ამოსვლას. 
უნდა ჭიკჭიკის მოსმენა, 
უკეთ, რომ ათბოს ქვეყანა 
და გვაზიაროს მოლხენას.

კოშკი დღეს აღარ გაისვრის, 
ქუჩაზე კაცი გაივლის, 
მხოლოდ სიჩუმე გაისმის, 
გულს მოედება და ილმის. 

და შენს ტუჩებთან შეხების
ოცნება მზეზე ორთქლდება. 
გრძნობები შენთან შემხვედრი 
ამაღამ განმეორდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი