არ ვნებდები!
არ ვნებდები! ვეძებ ისევ გასაღებს სიყვარულის, თავს, რომ ლექსად ასაღებს. ვეძიები შეგრძნებათა თავსართებს, რომც ვიტანჯო სხვა ყოველიც დამზარდეს. გული ისევ ისევ უნდა გამაგრდეს. შენს ზრუნვაში დილა შემომაღამდეს. ამ სურვილთა ზღვამ ღრუბლები გაფანტეს, შენი ნაკვთის ყვავილობა დალანდეს. უსიამო სიბნელეში გავალ დღეს და ვისურვებ ერთხელაც რომ განათდეს. მიმოვფანტავ ირგვლივ ამ ჩემ ტალანტებს, მოლოდინით, მაგ ღიმილით გამრავლდეს. რომ მიყვარხარ აღარ უკვირთ აღარც მთებს, ისე როგორც მზე მთვარით რომ ანათებს, როგორც ტრფობას მილეული დამარცხდეს, თითქოს უკვე აღარ ნიშნავს არაფერს. ეს ყოველი ცოტას ნიშნავს სხვა რამ ბევრს? როგორც მაშინ ქრისტე როცა გააკრეს: -რა იქნება რომ აღდგეს და ამაღლდეს? -სიყვარული ბოროტებას განაგდებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი