მორჩა
მორჩა, მორჩა უსინათლოდ ცხოვრება. მორჩა ბრძოლა თავთან და გაორება. სიყვარულის ვარსკვლავზე მაქვს სწორება. მორჩა, მორჩა გაიარა კომეტამ. მე არ მინდა სხვა სიმართლე არ მინდა. პოეზიის ტურფა გრძნობა გაწვიმდა, ავდრის გამომადარებლად გამწმინდა, ეს ცოდვები ამ წვეთებმა თავს იდვა. შემდეგ წვეთი ღრუბელებმა აკინძა, მზე შეეხო გავარვარდა, გაწითლდა, გაიარა კრწანის ველი, ასპინძა დაინახა ბუდეები არწივთა და ატირდა, ერთიც მაგრად ატირდა გაზაფხულის იწყო გამეორება. ზამთრის ცივი მორევები წავიდა მორჩა, მორჩა უსინათლო ცხოვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი