იმედი
როგორ მომწყინდა ფუჭი იმედი. ის ვერ მოვიდა, მე ვერ მივედი. ლანდი მკოცნიდა და მას ვიღებდი. ის ვერ მოვიდა, მე ვერ მივედი. ჟამმა ორპირმა აქრო მილედი. ქარში ოხვრიდა მე ვერ ვისმენდი. ძველი ხსოვნით და ძველი ფიქრებით ტკბობა მომინდა, ტკბობავ მინდები. ვუთხრა მომინდა წრფელი სიტყვები. ხმაც არ მყოფნიდა და არც სიმები. ფიქრი მოცვივდა, კვლავ მაქვს იმედი, თუმც ვერ მოვიდა თუმც ვერ მივედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი