???
რისთვის მოაქვს ქარს ფიქრები ისევ უკან წასაღები, ხომ იცის, რომ გავგიჟდები აღარ არის გასაგები? რისთვის დაქრის არეულად, დარევია მყუდროებას, რისთვის მაქცევს მთვარეულად? სული ვეღარ ხედნავს ვნებას. რისთვის აშრიალებს ფოთლებს, რას გაჰყვირის, რა სურს ჩემგან, რად არ წავა, არ დამტოვებს? როგორც მიმატოვეს სხვებმა. სიჩუმეთა დაურღვევლად, ახალ ტალღას განამზადებს, გულშემზარავად დასჭექავს, სიჭაბუკეს დაავადებს. რად არ მიდის, რისთვის დაქრის, რას გაჰყვირის, რატომ დამდევს? დასტყობიათ მისით დაღლის მწუხარება ია-ვარდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი