ისევ


მდინარე ისევ მიედინება, 
ღრუბლად აირეკლს ცაში. 
მზე დილას ისევ მოეფინება,
წყობილ სხივების მარშით.

იქნება ღელვა, ომიც იქნება. 
სიმღერა, ცეკვა გაშლილ 
ველებზე, სადაც იწყეს ტიტებმა 
ამოდგმა ვარდთა მხარში. 

ისევ გაჩნდება ცაზე ვარსკვლავი. 
ისევ გაქრება, ისევ. 
მტკიცედ დასჩემდათ მიზნებს ნაკვალი
გზაზე, შარაზე, ხიდზე.

ისევ დაღამდა, მთვარე ნამგალი 
ამოდის ისევ მიმზერს.
ისევ გათენდა, არის გამქრალი 
ემახსოვრებათ სიზმრებს. 

რაა ახალი? რაა ახალი? 
ეს არის ჩემი ვნება
და ყველაფერი თან ზუსტად ისე, 
თან სულ სხვაგვარად ხდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი