ჩემი ოცნება
სულ ასეთია ჩემი ოცნება: "ფრთაშლილი ფიქრი და საოცრება" საითაც წავალ, იქით მომყვება მპირდება: „გელის გაცისკროვნება“ ცხოვრება კარგავს სიცოცხლის ნათქვამს ასე თუ არ ვარ, ასე თუ არ ვარ. მოვასწრო მინდა ყველაფრის ნახვა და შენთან ვდგავარ ისევ შენთან ვარ. ამაოდ ფიქრნი დალევენ სიკვდილს. შენი ხმა ესმის ჩემი თვალის სხივს. ველად გამირბის, დაწევა მიმძიმს, ველად გამირბის, ფათერაკს მიქმნის. აზრს ვეგუები, ასეთი უნდა ზამთარს სიცივე და თოვლის გუნდა, რომ დავინახო, რად გაზაფხულდა, რომ გავიგონო, რად გაზაფხულდა. სულ ასეთია ჩემი ოცნება: "ფრთაშლილი ფიქრი და საოცრება" საითაც წავალ, იქით მომყვება, მპირდება: „გელის გაცისკროვნება“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი