არ ვურიგდები


არ ვურიგდები სიკვდილს, 
არ ვაძლევ არც ერთ გრძნობას,
არ მივანიჭებ ღიმილს, 
არ გავამრავლებ ცოდვას. 

არ გეგონოთ რომ ვკვდები, 
ჩემი სხეული ჭკნება, 
მე შენს გარეშე ვჭკნები, 
სიკვდილის მოგონებავ! 

ბოლო წამს დარდი მმოსავს,
იქნებ დავჯერდე ბეჩავს, 
არ დავუჯერო მგოსანს, 
ლალ - აბრეშუმი მეცვას. 

ეს ფიქრი სამარიდან 
მოაქვს სულს მხოლოდ ბოროტს.
ქველი ფიქრია წმინდა -
„სხვა რა დამრჩება ბოლოს.“

არ ვურიგდები სიკვდილს, 
არ ვაძლევ არც ერთ გრძნობას,
არ მივანიჭებ ღიმილს,
არ გავამრავლებ ცოდვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი